воскресенье, 17 ноября 2013 г.

ტრენინგის  ბოლო  დღე. მოდული 8

მოდულის ძირითადი საკითხები იყო:როგორ მოვამზადო და წარმოვადგინო ჩემი

 ნამუშევარი ეფექტურად,როგორ გავუზიარო ჩემს კოლეგებს კონსტრუქციული შეფასება.

შევქმენით პორტფოლიო;დავგეგმეთ პორტფოლიოს წარმოდგენა;შემდეგ კი

 მსმენელებმა წარმოვადგინეთ ჩვენ-ჩვენი პროექტის პორტფოლიო. შევაფასეთ

 ერთმანეთის ნამუშევარი.

კმაყოფილია ჩვენი ტრენერი! ყველანი ბედნიერები ვართ!

суббота, 16 ноября 2013 г.

დღე 8. მოდული 7

დღეს გავეცანით, როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების

 პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.ასევე თუ როგორ

 გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის პროცესში.ტრენერმა 

გაგვიმარტა,რომ კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია,კარგი 

კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი

 კავშირების გაბმაში.დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის ქცევას,საკლასო გარემოს და სასწავლო

 პროექტის განხორციელების სტრატეგიებს.

воскресенье, 10 ноября 2013 г.

დღე 7.
მოდული 6.

გავეცი პასუხი შეკითხვებს:


  1.  როგორ დავეხმარო მოსწავლეებს დამოუკიდებელი მსწავლელის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში;
  2. როგორ დავაკმაყოფილო მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები;


  • ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების  ჩაშენება;
  • ვიმუშავეთ შეფასების მეთოდებზე.

суббота, 9 ноября 2013 г.

დღე მე-6.მოდული 5.ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების  ვერსიები და განვიხილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები;დავხვეწეთ შეფასების გეგმები;ვიმსჯელეთ,როგორ ვუზრუნველყოთ მოსწავლეთა ჩართულობა შეფასების პროცესში;მნიშვნელოვანია,რომ შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.ტრენერმა გაგვიწია რეკომენდაციები,როგორ მივიღოთ კოლეგებისა და მოსწავლეების უკუკავშირი.
    დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

воскресенье, 3 ноября 2013 г.

დღე მე-5, მე-3 მოდული.
ეს მოდული დამეხმარა,დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე,კერძოდ თუ როგორ უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით.ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები მოსწავლეებს სასწავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბლოგები, ვიკი და ინტერნეტ თანამშრომლობითი დოკუმენტები მოსწავლეებს პროექტებზე ერთობლივად მუშაობის და ონლაინ რეჟიმში მათი ნამუშევრის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.ყველაფერი ძალიან საჭირო და საინტერესო იყო.
მე-4 მოდული:სასწავლო ნიმუშების შექმნა.პროექტზე მუშაობის ხელშეწყობის ეფექტური მოდელია ჩეკლისტი და ფაქტების დაფა...გადავწყვიტე პრეზენტაციის ნიმუშის შექმნა.შევარჩიე დიზაინი.პრეზენტაციის ინფორმაციის ზეპირი წარმოდგენა მოიცავს ფოტოებს,ვიდეოებს,ხმოვან ეფექტებს და სხვა რესურსების ბმულებს.პრეზენტაცია შევინახეთ პორტფოლიოს საქაღალდეში-მოსწავლის ნიმუში.

суббота, 2 ноября 2013 г.

დღევანდელი დღეც საინტერესოდ დაიწყო.თავდაპირველად განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები;გავეცანით პროექტზე დაფუძნებული სწავლის შეფასებას;სასწავლოპროექტის შაბლონში შეფასების ველში ჩავწერეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა;შემდეგ შევარჩიეთ შინაარსის შესაბამისი სლაიდების დიზაინი და Power Point ში მოვამზადეთ პრეზენტაცია სასწავლო პროექტზე.ჭეშმარიტად ნაყოფიერი დღე იყო.


понедельник, 28 октября 2013 г.

ტრენინგის მესამე დღეს სასწავლო პროექტისათვის განვსაზღვრეთ სტანდარტები;შევიმუშავეთ პროექტის მიზნები;განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები(ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი);ერთხელ კიდევ გავამახვილეთ ყურადღება XXI საუკუნის უნარ-ჩვევებზე და ბლუმის ტაქსონომიაზე.დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

суббота, 26 октября 2013 г.

მოდული 2: სასწავლო პროექტის დაგეგმვა.
გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს(ეს არის პროექტის პორტფოლიოს ორგანიზების ინსტრუმენტი); დავიწყეთ გეგმაზე მუშაობა; იდეაზე დაყრდნობით გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები,რომელთა მიღწევაც გვსურს; დავსახეთ სასწავლო მიზნები და ამოცანები;ტრენერმა აგვიხსნა,როგორ უნდა გამოვიყენოთ ისტ-ი სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით.კერძოდ,გვასწავლა იდეაზე დაყრდნობით როგორ გავაკეთოთ ბროშურა,გაზეთი,ბუკლეტი ან ახალი ამბების კოლაჟი,როგორ ავტვირთოთ დრაივში.
ეს მოდული დამეხმარება ორგანიზებული სასწავლო პროექტის დაგეგმვაში, რომელშიც ჩაერთვებიან ჩემი მოსწავლეები და რომელიც  ხელს შეუწყობს აუცილებელი სტანდარტების მიღწევას.

суббота, 19 октября 2013 г.

პროექტით სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია,რადგან იგი იძლევა აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას.ასეთი სწავლება უვითარებს მოსწავლეებს XXI საუკუნის ისეთ ძირითად უნარ-ჩვევებს, როგორიცაა შემოქმედებითობა და გამომგონებლობა,კრეატიული აზროვნება,კომუნიკაცია და თანამშრომლობა,მოსწავლეებს უვითარდება ასევე მედია და ინფორმაციულ-ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები,სასიცოცხლო და კარიერული უნარ ჩვევები
ტრენინგის პირველმა დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ქ-ნმა გვანცა სალიამ გაგვაცნო
სასწავლო მიზნები,პროექტის გეგმის შაბლონი,ინდივიდუალური კომპიუტერული სცენარები,აგვიხსნა რა არის ჩეკლისტი, როგორ უნდა ვაწარმოოთ იგი,გამოცემების ჩეკლისტების მომზადება და ა.შ.მოგვცა საშინაო დავალება.დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.